ლეგენდარული მწვრთნელის ცნობილი ფრაზები

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საკითხავი
გიორგი ფულარიანი   
სამშაბათი, 30 აპრილი 2013 09:43

fergieგაზეთმა "სანმა" სერ ალექს ფერგიუსონის ცნობილ გამონათქვამთა კრებული გამოაქვეყნა. ”მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულ ფეხბურთელ დენის ლოუზე: ”მახსოვს, რამოდენიმე წლის წინ ერთ ახალგაზრდა ფეხბურთელს დავეკითხე დენის ლოუზე და მიპასუხა, წარმოდეგნა არა მაქვსო - ჰოდა, ავდექი და იმ ადგილზევე მივახვრიტე”.

ლეგენდარულ მეკარე პიტერ შმეიხელზე: ”ფეხბურთელები მისი შიშით თვალს ვერ ხუჭავდნენ, ჩემთან როცა მოვიდოდა ხოლმე, მაშინ კი ძალიან მეშინოდა და ვფიქრობდი, ამან რომ ერთი დამარტყას, უეჭველი მკვდარი ვარ-თქო”.

1999 წლის 26 მაისის ”ნოუ კამპის” ლეგენდარული ფინალის შესვენებისას: ”მატჩის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულისთვის განკუთვნილი თასი რამოდენიმე მეტრში იქნება, ზოგიერთს კი თითსაც არ დაგაკარებინებთ, ბევრს კი ამის მოგების შანსი ცხოვრებაში აღარ მიეცემა. აბა, გაბედეთ და მოედანი უბრძოლველად დატოვეთ”!

”კერინგტონის” საწვრთნელი ბაზის შესახებ: ”ეს სავარაჯიშო ბაზა საშუალებას მოგვცემს, რომ წყეული ჟურნალისტებისგან თავი დავიხსნათ”.

2006 წელს ”არსენალთან” ჩემპიონატში მეორე წაგების შემდეგ: ”მხოლოდ ჭეშმარიტი ჩემპიონები ბრუნდებიან და ყველას საკუთარ ფასეულობას უჩვენებენ და მჯერა, ჩვენ ზუსტად ასე გავაკეთებთ”.

”ნიუკასლის” ქომაგებზე: ”ასეთი ერთგული და ემოციური გულშემატკივრების მქონე გუნდმა შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონობაც დაისახოს მიზნად”.

2007 წელს, კითხვაზე, რამდენად დიდია ”ლივერპულის” საჩემპიონო შანსები, ფერგიმ უპასუხა: ”თქვენ რა, მეხუმრებით?! აბა, შემხედეთ, ვგავარ იმ მაზოხისტს, რომელსაც საკუთარი მდგომარეობის დამძიმება სურს?”.

კრიშტიანუ რონალდუზე: ”მე მასთან ნიძლავი დავდე, რომ სეზონში 15 გოლს გაიტანდა, მაგრამ ახლა პირობების ცალმხრივად გადახედვას ვაპირებ. 

თუკი ის ამდენივეს გაიტანს, 150 გოლს ჩავუწერ გრაფაში და ამით ყველაფერს შევცვლი და ამის უფლებაც მაქვს, რადგან მე ხომ მისი მწვრთნელი ვარ”.

უეინ რუნიზე: ”როდესაც ის ჩვენთან გადმოვიდა, 18 წლისა იყო და ყველას ის კითხვა აწუხებდა, როგორი იქნება 21 წლის ასაკშიო. ახლა, როცა 21-ის შესრულდა, ყველას ებადება კითხვა, თუ როგორი იქნება 25-ისას — ეს კი სრულიად ლოგიკურია, ასეც ვიცოდი”.

რაფა ბენიტესზე მას შემდეგ, რაც ესპანელმა სპეციალისტმა ფერგის მაკომპრომეტირებელ მასალებზე დაიწყო ლაპარაკი: ”ჩემი აზრით, ის უბრალოდ, გაბრაზებული იყო, აშკარად რაღაცამ განარისხა. არაუშავს, მოვა საღ გონებაზე და მიხვდება, რა შარშიც გაჰყო თავი”.

1999 წლის 21 აპრილი, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის შემდეგ როი კინზე: ”არამგონია, არსებობდეს ფეხბურთელი, რომელსაც ამ ირლანდიელზე მეტად ვაფასებ. 

ყვითელმა ბარათმა, რამაც ფინალის მიღმა დატოვა, იგი გაორმაგებული ენერგიით აღსავსე გახლდათ, რათა თვითონ გუნდიც არ დარჩენილიყო თამაშგარე მდგომარეობაში.

ეს იყო თავდადების ყველაზე ნათელი და მაგარი მაგალითი ისტორიაში! მოედანზე ერთი ბალახის ღერიც არ დატოვა, რომელიც თავისი ბუცებით არ გადაქელა. ის მატჩის წაგებას არაფრით შეეგუებოდა — ამას ისევ უგონოდ ძირს დაცემა და სიკვდილი ერჩივნა.

თავისი თამაშით მან თანაგუნდელებს ახალი სული ჩაუნერგა და ვამაყობ, რომ ასეთი ფეხბურთელი მყავს”.

 


 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

დეკემბერი 2017 იანვარი 2018 თებერვალი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

gbf

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 1216 სტუმარი ონლაინში