იბრაკადაბრას საყვარელი გამონათქვამები

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
საკითხავი
გიორგი ფულარიანი   
შაბათი, 25 მაისი 2013 17:11

ibraზლატან იბრაჰიმოვიჩი ექსტრაორდინალური და თითით საჩვენებელი ცენტრფორვარდია, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია - 31 წლის შვედი თავისებური ტიპია და ეს ყველამ ვიცით.

კარიერის განმავლობაში ”იბრაკადაბრას” სასაცილო ფრაზებიც უთქვამს და ისეთი გამონათქვამებიც ჰქონია, რომლის შემდეგაც, ვიღაც იბრას შეიძულებდა, ან შეიყვარებდა.

რაც არ უნდა იყოს, იბრაჰიმოვიჩი ფეხბურთში განსაკუთრებული მოვლენა იყო, არის და იქნება როგორც მინიმუმ მანამ, სანამ კარიერას არ დაასრულებს. ახლა კი მის საყვარელ გამონათქვამებს შემოგთავაზებთ.

”თქვენ საუბრობთ, მე ვთამაშობ”. 

ერთხელ, ბავშვობაში მწვრთნელმა ზლატანს უფრო მეტ დისციპლინაზე მოუწოდა, რის შემდეგაც იბრამ უპასუხა: ”შენ თავი დედაჩემი ხომ არ გგონია”?!

ყველას მოეხსენება, რომ სკანდინავიელსა და ”ბარსელონას” ყოფილ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას დაძაბული ურთიერთობა აქვთ და შვედს არასდროს ეხატებოდა პეპი გულზე, რომელსააც პირად საუბარში ერთხელ უთხრა: ”კვერცხები არ გაქვს და მოურინიოს დანახვისას ავსებ შარვალს. შენ მასთან შედარებით არაფერი ხარ — წადი, შენი”!

ერთხელ, ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ჯონ კარეუმ იბრაზე თქვა, მისი არაეფექტურობა არ მომწონსო, რაზეც ზლატანმა იპასუხა: ”რასაც ეგ ტიპი აკეთებს ბურთით, სრულიად იგივეს მე ფორთოხლითაც გავაკეთებ”!

იბრაჰიმოვიჩმა ”ბარსელონაში” თამაშის პერიოდში განაცხადა: ”ჩვენ ფილოსოფოსები არ გვჭირდება, რადგან მატჩების მოსაგებად ჩემი და ლილიპუტის დუეტიც საკმარისია”. მიხვდებოდით, რომ ფილოსოფოსში გუარდიოლა იგულისხმა, ლილიპუტში კი - ლეო მესი.

ერთხელ შვედმა ჟურნალისტმა ჰკითხა, ეს ნაკაწრები სახეზე საიდანო, რაზეც იბრამ უპასუხა: ”არ ვიცი, თქვენს მეუღლეს ჰკითხეთ”!

საერთოდ, შვედი წინახაზელი ვერ იტანს დისკუსიასა და ლაპარაკს თავისი ხელფასის შესახებ. ”იბრაკადაბრამ” პსჟ-ში გადასვლის შემდეგ, თქვა:

”ყოველთვის ძვირად ფასობს ხარისხი. ამის გათვალისწინებით, არ მესმის, თუ რატომ მაკრიტიკებენ იმის გამო, რომ მაღალი ხელფასი მაქვს და თანაც, ამით საფრანგეთს გადასახადების სახით უფრო მეტს ვუხდი”.

ზლატანმა გუარდიოლას ამდაგვარი ბრალდება წაუყენა: ”მას ისე დავყავარ, როგორც ”ფიატი”, როცა მე ”ფერარი” ვარ”!

კითხვაზე, არის თუ არა მცველი, რომელიც შენში შიშს იწვევს, იბრამ უპასუხა: ”არა! თუ ვინმე ჩემს შეჩერებას დააპირებს, ჩემს სიკვდილზე მოუწევს წასვლა”!

ანდრეს ინიესტას, ჩავი ერნანდესისა და ლეო მესის შესახებ: ”საკუთარი აზრი არ გააჩნიათ, პატარა ბავშვებივით გამოიყურებიან”.

ზლატანმა კითხვაზე, ვინ არის მისაბაძი მაგალითიო, უპასუხა: ”არსებობს მხოლოდ ზლატანის სტილი”!

”რატომ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც ოთახში შევდიოდი, გუარდიოლა ყოველთვის გადიოდა — უეჭველად ჩემი ეშინოდა”.

”მე დიდი და კეთილი გული მაქვს, სხვებისთვის მხოლოდ კარგი მინდა”.

ფინელ მცველ სამი ჰიიპიაზე: ”მარცხნივ წავედი? გამომყვა! მარჯვნივ წავედი? გამომყვა! მერე კიდევ მარცხნივ წავედი და ეგ უკვე სოსისს დაემსგავსა”.

კატალუნიური ტელევიზიის ერთ-ერთმა ქალმა რეპორტიორმა იბრას სექსუალური ორიენტაციის შესახებ ჰკითხა —თქვენზე ამბობენ, გეიაო. 

იბრას პასუხი კი ასეთი გახლდათ: ”მოდი, ერთ საღამოს მესტუმრეთ, შენი დაც მოაყოლე და მერე ვნახოთ, გეი ვარ თუ არა”!

 

ჟურნალი

ადამიანი, რომელიც ფეხბურთს მართავს

დაწვრილებით...
 

ფენომენი

დაწვრილებით...
 

მამის საამაყო შვილი ... დავიდ ლუიზი

დაწვრილებით...
 

როგორ დავიკლოთ წონაში?

დაწვრილებით...
 

რივალდო - დამზადებულია ბრაზილიაში

დაწვრილებით...
 

ვიცხოვროთ ჯანსაღად! - მუცლის პრესი

დაწვრილებით...
 

რას კითხულობენ პრემიერლიგის ვარსკვლავები

დაწვრილებით...
 

უელსელი მარადონა - აარონ რამზი

დაწვრილებით...
 

მსაჯია-ადამიანი

დაწვრილებით...
 

საფეხბურთო ზოდიაქო

დაწვრილებით...

დეკემბერი 2017 იანვარი 2018 თებერვალი 2018
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
There are no upcoming events currently scheduled.
სრულად...

gbf

LIVESCORE.in

ჩვენ გვყავს 1023 სტუმარი ონლაინში