ფრე ბელარუსთან

ბეჭდვა
საქართველო
GeosportS.ge   
ორშაბათი, 13 ნოემბერი 2017 20:04

sixarulidze

საქართველოს ნაკრები ბელარუსთან ამხანაგურ მატჩში ფრეს დასჯერდა. ვაისმა კვიპროსთან მატჩისგან განსხვავებით, ამ თამაშში 7 ფეხბურთელი შეცვალა, რამდენიმე მათგანს შანსი მისცა. ზოგმა გამოიყენა.

შეხვედრის საწყისი 20 წუთი უინტერესო გამოდგა. ანგარიში სტუმრებმა 24-ე წუთზე გახსნეს. ბელარუსის ნაკრების კაპიტანმა დაცვის შეცდომით ისარგებლა. ქართველებმა 35-ე წუთზე გაათანაბრეს. სიხარულიძემ იგნატოვიჩს თავური დაურტყა, მეკარემ აჯობა, მომდევნო ცდაზე ქართველმა ფეხბურთელმა მიზანს მიაღწია - 1:1.

მეორე ტაიმში ლაშა დვალმა ჩვენი გუნდი წინ გაიყვანა. გოლი კუთხურს მოყვა. შეცვლაზე შესულმა მცველმა ყველას დაასწრო - 2:1. ნეხაიჩიკმა კვასხვაძის კარის ბადე რამდენიმე წუთში შეარხია - 2:2.

ამ შეხვედრამდე ბელარუსმა სომხეთთან ითამაშა და 1:4 წააგო, საქართველოს ნაკრებმა კი კვიპროსს სძლია (1:0).

საქართველო - ბელარუსი 2:2
ქუთაისი. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი.

გოლები: 24. სტასევიჩი 0:1, 35. სიხარულიძე 1:1, 51. დვალი 2:1. 66. ნეხაიჩიკი 2:2

საქართველო: კვასხვაძე, გეგეჭკორი (87. კაკაბაძე), ხოჭოლავა, კაშია (46. დვალი), შერგელაშვილი, აბურჯანია, გვილია (87. კაჭარავა), კანკავა (60. მერებაშვილი), პაპუნაშვილი, ჯიღაური (60. ქვილითაია), სიხარულიძე (80. ყაზაიშვილი)

ბელარუსი: იგნატოვიჩი (46. პავლიუჩენო), ვოლოდკო (63. მატვეიჩუკი), პოლიტევიჩი, გავრილოვიჩი, რიოსი, ბიკოვი, კორზუნი, კარნიცკი (57. ნეხაიჩიკი), სტასევიჩი (88. პავლოვეცი), კოვალიოვი (82. კლიმოვიჩი), ლაპტევი