მთავარი პროექტის შესახებ RSS ფორუმი საიტის რუკა კონტაქტი
   კომიტეტი    მედალოსნები    მონაწილენი
   ქართ. სპორტის სახეობა    სხვისი დროშის ქვეშ    ჩვენები უცხოეთში    ცხრილები/შედეგები    დღეს
   ფოტო    ერთი ერთზე   ვიდეო
რეგისტრაცია | პაროლის შეხსენება   
მთავარი> სიახლეები   ტექსტის ზომა:
გაიადვილე ძებნა
 
 
ამოსაბეჭდი ვერსია
გაუგზავნე მეგობარს
უკან დაბრუნება
განიხილე ფორუმზე
ტურის საუკეთესო ხუთეული
წყარო: www.superleague.ge
მარტი 7, 2010
 

ტურის ცენტრალური მატჩი საკმაოდ ქულუხვი და საინტერესო გამოვიდა. აგრარული უნივერსიტეტის გუნდმა თსუ-სთან მატჩში დაამტკიცა, რომ საჩემპიონო ამბიცია აქვს. მიხეილ კობეშავიძის გუნდმა უშუალო კონკურენტს მოუგო და მეორე ადგილზე გამყარდა.

შეხვერდრის დებიუტი თანაბარი იყო, თუმც აგრარელებმა მეორე მეოთხედიდან ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს და დიდ შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 57:49.

მესამე მეოთხედში თსუ-მ მოახერხა გაბათილება და წინაც კი გავიდა, მაგრამ მატჩის ბოლო წუთები აგრარელთა სრული უპირატესობით წარიმართა, რაც ბექა წივწივაძის და თორნიკე ნინიაშვილის დამსახურებაა. საბოლოოდ აგრარელებმა 10 ქულით იმარჯვეს და თითქმის გაინაღდეს რეგულარული ჩემპიონატის მეორე ადგილი.

დრამატული გამოდგა მეორე მატჩი, რომელშიც „სამედიცინო-აკადემიამ“ თითქმის მოგებული მატჩი წააგო. თავიდან „დინამო“ 16 ქულას კი იგებდა, მაგრამ მედიკოს–აკადემიელებმა მოახერხეს გაბათილება და წინ 10 ქულითაც გაიჭრნენ. ყველაფერი ბოლო წუთებზე გადაწყდა, რომლის გმირი დინამოელი დუდა სანაძე გამოდგა. დუდამ ბოლო 20 წამში 8 საჯარიმო ჩააგდო და 6 ამათგანი ბოლო 1,5 წამზე მოდის. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია, სანაძემ მატჩის ბოლო წამნახევარში 6 საჯარიმო ესროლა.

ეს ყველაფერი ტექნიკური ჯარიმის გამო მოხდა, რომელიც მედიკოს-აკადემიელთა სამწვრთნელო შტაბის უდისციპლინობას მოჰყვა.

საქმე ასე იყო: „სამედიცინო-აკადემია“ ქულას იგებდა, თამაშის დასრულებამდე 8 წამი რჩებოდა და დინამოელები მერაბ ბოქოლიშვილზე დაჯარიმდნენ. ამ უკანასკნელმა მხოლოდ 1 საჯარიმო ჩააგდო და „დინამოს“ 2 ქულა დარჩა გასაბათილებელი. დინამოელებმა ბურთი გაათამაშეს და გადამწყვეტი სროლა სანაძემ ითავა, რომელზეც მეურვე სირენამდე...

1,5 წამით ადრე დაჯარიმდა. „სამედიცინო-აკადემიის“ მწვრთნელებმა ჩათვალეს, რომ ჯარიმა არ იყო და პროტესტი ხმამაღლა გამოხატეს, რის გამოც მსაჯისგან ტექნიკური დაიმსახურეს. დუდა სანაძემ კუთვნილი 2 საჯარიმოც ჩააგდო, ტექნიკურის გამო ბოძებული 2 ბონუს-სროლაც მიითვალა და ბურთი შემოსატანად დიმოელებს დარჩათ. მედიკოს-აკადემიელები ისევ დაჯარიმდნენ სანაძეზე და ამ უკანასკნელმა ისევ უშეცდომოდ ისროლა და თავისიანებს გამარჯვება მოუტანა. ამ მოგებით „დინამომ“ ოფიციალურად გაინაღდა საპლეიოფო რვეულში მოხვედრა.

ტურის ბოლო მატჩის დასაწყისი საინტერესო იყო. სოხუმელები თავიდან თითქმის ყველა მეტოქეს უძალიანდებიან, მაგრამ საბოლოო წარმატების მისაღწევად ძალები და ალბათ კლასი აღარ ყოფნით. ასე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდთან მატჩშიც, რომლის პირველი მეოთხედი ფრედ (22:22) დასრულდა, ხოლო დიდი შესვენებისთვის შსს მხოლოდ 5 ქულას იგებდა.

მეორე ტაიმიდან ამოქმედნენ შსს–ს გამოცდილი მოთამაშეები – ირაკლი ბერიშვილი, გიორგი ნიკოლაძე, სერგო ათუაშვილი, გიორგი მარკოიშვილი და "სოხუმიც" გვარიანად ჩამორჩა. საბოლოოდ შსს–მ 18 ქულით იმარჯვა და ცხრილში თავის უშუალო კონკურენტ "ბათუმს" გაუთანაბრდა. ამ ორი გუნდისთვის პრინციპულია ცხრილში დაწინაურება, რადგან თითქმის გადაწყვეტილია, რომ მეოთხედფინალში ისინი ერთმანეთს შეხვდებიან და მოედნის უპირატესობას შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.

 

 

გვერდები: <
  0 ( 1 - 0 )
  0 ( 1 - 0 )
 
გამოთქვით საკუთარი აზრი, გააკეთეთ კომენტარი !!!
     კომენტარის გასაკეთებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია.
     ის საკმაოდ ადვილია და არ მიაქვს დიდი დრო (დაახლოებით 30 წამი).
     დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, სჭირდებათ მხოლოდ ავტორიზაცია.
  რჩეული სტატიები
მარადონას თბილისური მოგზაურობის სირცხვილნარევი მოგონებები
ვიქტორ სანიკიძე: „ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დიდი ქვა გადავაგორეთ“
ლადო ბურდული: „გვინდა, ჩვენმა ხალხმა დაგვიკრას ტაში“
დათო თარგამაძე: "რთული მატჩები გველის"
ბექა შეყრილაძე: "ჩემპიონობისთვის არაფრის დათმობას ვაპირებ"
  ყველა სტატია>>   
  გამოკითხვა
  მოგწონთ თუ არა ჩვენი საიტი?
დიახ
არა
ისე რა
სანავიგაციო კალენდარი
2010
9
სექტემბერი
ორ სმ ოთ ხთ პრ შბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
 
 
 
     
   
 
                     
 
საიტი წარმოადგენს "Geosports Media Group"-ის მედია პროექტის ნაწილს, რომელიც შექმნილია ქართული სპორტის პოპულარიზაციისთვის.
დაუშვებელია ნებისმიერი ინფორმაციის კოპირება, საიტის ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად, გაეცანით მოხმარების წესებს.
შექმნა და მხარდაჭერა ”Geosports Media Group”.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”.
© 2009 - 2010 "Geosports Media Group". ყველა უფლება დაცულია.