6-7 მარტს,
უნგრეთის ქალაქ სომბატჰეიში ჩატარებულ ოქროს გრან-პრიზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები შესუსტებული და არასრული შემადგენლობით გამოვიდა და 2 მედალი მოიპოვა. 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე შმაგი გულიაშვილმა
ქართული გუნდიდან ყველაზე შედეგიანად იჭიდავა - 5 შეხვედრიდან 4-ში იმარჯვა და ვერცხლს დაეუფლა.
აკაკი
ჯოხაძე
(84 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ოქრო ვერცხლის შანსი მან პირველსავე წრეში დაკარგა, მაგრამ რეპეშაჟში 3 მეტოქე ჩამოიცილა. ამავე წონაში,
ვლადიმერ
გეგეშიძეს
კვარცხლბეკამდე
ერთი გამარჯვება დააკლდა. ძირითად ბადეში იგი ნახევარფინალამდე
მივიდა და პირდაპირ რეპეშაჟის ფინალზე გადაერთო, მაგრამ ბრინჯაოს ბრძოლაში გამარცხდა.
ანტონმამაგეიშვილი
(66 კგ) ოქროს გრან-პრის მეოთხედფინალიდან
გამოეთიშა.
მარად
აბულაძე
(66 კგ) და დიმიტრი ჯავახიშვილი
(120 კგ) კი პირველსავე წრეში დამარცხდნენ.
55, 60 და
96 კილოგრამებში
საქართველოს
ნაკრებს მონაწილე არ ჰყავდა.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
ოქროს
გრანპრი. სომბათჰეი. 6-7 მარტი
55 კგ
1 იუნ-ბაიკ ლი (სამხრეთ კორეა)
2 როვშან ბაირამოვი (აზერბაიჯანი)
3 კოჰეი ჰაშეგავა (იაპონია)
3 კუმარ რაჯინდერი (ინდოეთი)
60 კგ
1 ჰასან
ალიევი (აზერბაიჯანი)
2 ალმატ კებიშმაიევი (ყაზახეთი)
3 შტიგ ანდრე ბერგე (ნორვეგია)
3 ასლან აბდულინი (რუსეთი)
66 კგ
1 ცუტომუ
ფუიმურა (იაპონია)
2 მიხაილ სიამიონაუ (ბელარუსი)
3 სერგეი კრასილნიკოვი (უკრაინა)
3 ამბაკო ვაჩაძე (რუსეთი)
74 კგ
1 ემილ
სარაფედინოვი
(რუსეთი)
2 შმაგი გულიაშვილი (საქართველო)
3 ალექსანდრ
კიკინიოვი
(ბელარუსი)
3 ალექსეი
ივანოვი (რუსეთი)
84 კგ
1 ალექსეი
მიშინი (რუსეთი)
2 ნუმონუ მელონინი (საფრანგეთი)
3 აკაკი ჯოხაძე (საქართველო)
3 ნენად ძუგაჟი (ხორვატია)
96 კგ
1 ბალაშ
კიში (უნგრეთი)
2 დიმიტრი
ტიმოშენკო
(უკრაინა)
3 გიორჟი რიჟმაიერი (უნგრეთი)
3 ანდრეშ დებერნი (პოლონეთი)
120 კგ
1 რიზა
კაიაალპი
(თურქეთი)
2 რაგომირ
პეტკოვიჩი
(სერბეთი)
3 მიჰალი დეკ-ბარდოში (უნგრეთი)
3 სოხრუდი
აივბოვი (რუსეთი)
ფოტოზე
- შმაგი
გულიაშვილი
(მარცხნივ,
74 კგ) კვარცხლბეკზე