6-14 მარტს
ნორვეგიის
ქალაქი მერაკერი პნევმატური პისტოლეტიდან ტყვიის სროლაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. პირად-გუნდურ ჩემპიონატზე ევროპის უძლიერესი ტყვიის მსროლელები მიიღებენ მონაწილეობას, საქართველოდან კი მერაკერში 2 სპორტსმენი გაისვრის - ოლიმპიური ჩემპიონი და პრიზიორი და მსოფლიოს და ევროპის არაერთგზის გამარჯვებული - ნინო სალუქვაძე
და ლევან ქადაგიძე.
ნინო სალუქვაძე ევროპის ჩემპიონატებზე
1982 წლიდან
მონაწილეობს
და აქედან პირად-გუნდური მაჩვენებლებში
12 გამარჯვება
აქვს მოპოვებული. (ბოლო 2 წელია მე-2 ადგილზე ასრულებს) საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი მერაკერში 12 მარტს გაისვრის, 13-ში გავა სტარტზე ლევან ქადაგიძე, ხოლო 14-ში გუნდი თბილისში დაბრუნდება.
ნორვეგიაში გამგზავრებამდე, სალუქვაძემ და ქადაგიძემ
10 დღიანი
შეკრება ერევნის ტყვიის სროლის ბაზაზე გაიარეს. 5 მარტს კი ძალები საქართველოს ჩემპიონატში მოსინჯეს და წარმატებულადაც.
საქართველოს
ჩემპიონატი
ნინო სალუქვაძის ტირში ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ სალუქვაძემ
საქართველოს
ჩემპიონატი
მე-20-ედ მოიგო და საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონის პრიზით სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეების - გია გალდავასა და ირაკლი სამყურაშვილისგან
დაჯილდოვდა.
საქართველოს ჩემპიონატი პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში. 5-6 მარტი
კაცები
1.
ლევან ქადაგიძე
572 ქულა
2.
გიორგი ბურჭულაძე
560
3.
გია სვანიძე
552
ბიჭები
...