ხორვატიის
ქალაქი რიეკა მოჭადრაკეთა ინდივიდუალურ ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. 5 მარტს დაწყებული ევროპირველობა
19 მარტამდე
გასტანს. რიეკაში სულ 25 ქართველი მოჭადრაკე გამოდის, როგორც ვაჟები ასევე გოგონები.
ვაჟთა
გათამაშებას
4 ტურის შემდეგ ბაადურ ჯობავა
ლიდერობს,
რომელმაც მეოთხე ტურში შავი ფიგურებით პოლონელ
მიხაელ
კრასენკოვს
მოუგო და 4 ქულა დააგროვა. ქართველის მზგავსად უდანაკარგოდ თამაშობს უკრაინელი ზაჰარ ეფიმენკოც,
თუმცა მას ჯობავა დამატებითი მაჩვენებლებით ჯობნის.
მეხუთე
ტურში ბაადურის მეტოქე სწორედ ეფიმენკო იქნება. ჯობავსგან განსხვავებით ვერ ყოჩაღობენ სხვა ქართველი ვაჟები. 4 ტურის შემდეგ ათეულში შესცლა ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოახერხა. ათეულში ჯერჯერობით არც ქართველი გოგონები არიან. ოთხი ტურის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელი ლელა ჯავახიშვილს
აქვს 3 ქულით, რომელიც მე-17 პოზიციას იკავებს.
ასევე,
3 ქულა აქვთ ნანა ძაგნიძეს,
ნინო
ხურციძეს
და სოფო გვეტაძეს.
ძაგნიძე
18-ე ადგილზეა, ხურციძე 19-ე, ხოლო გვეტაძე 21-ზე.