მთავარი პროექტის შესახებ RSS ფორუმი საიტის რუკა კონტაქტი
   კომიტეტი    მედალოსნები    მონაწილენი
   ქართ. სპორტის სახეობა    სხვისი დროშის ქვეშ    ჩვენები უცხოეთში    ცხრილები/შედეგები    დღეს
   ფოტო    ერთი ერთზე   ვიდეო
რეგისტრაცია | პაროლის შეხსენება   
მთავარი> სიახლეები   ტექსტის ზომა:
გაიადვილე ძებნა
 
 
ამოსაბეჭდი ვერსია
გაუგზავნე მეგობარს
უკან დაბრუნება
განიხილე ფორუმზე
16–წლამდელთა ჩემპიონატი: გივიაშვილის საოცარმა სამქულიანმა "ორბს" ოვერტაიმი მოუტანა
წყარო: www.gbf.ge
მარტი 9, 2010
 

აგრარული უნივერსიტეტი. 7 მარტი

 

დინამო – ზაზა                      50:117

მარნეული – რუსთავი           45:83

ვარსკვლავები – აკადემია     54:101

ორბი – ვერე                           70:77

აკადემია 2 – მართვე             45:74

 

ის რაც „ვერე“ – „ორბის“ მატჩში მოხდა, 16–წლამდელთა ჩემპიონატში კი არა, სუპერლიგაშიც გამორჩეულ შემთხვევად ითვლება. გივი გივიაშვილმა ცენტრიდან მატჩის ბოლო წამზე გამთანაბრებელი სამქულიანი ჩაუგდო „ვერეს“.

 

ეს გახლდათ მართლაც საოცარი რამ. გივიაშვილმა ცენტრიდან რომ ესროლა, ბურთი ჰაერში იყო, საფინალო სირენა რომ გაისმა. „ორბის“ მოთამაშეების და ქომაგების გასახარად ბურთი კალათში ჩაეშვა და თამაში ოვერტაიმში გადავიდა.

 

საქმე რომ დამატებით დრომდე მიიყვანეს, ვერელების ბრალია. მათ უკანასკნელ 20 წამში 4–დან მხოლოდ 2 საჯარიმო ჩააგდეს. არადა, ერთით მეტი რომ ჩაეგდოთ, „ვერე“ 4 ქულით გალიდერდებოდა და მიუწვდომელი იქნებოდა.

 

საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე ვერელი იაკობიძე საჯარიმოს ხაზზე დადგა და პირველი სროლა ააცილა, მეორე კი ჩააგდო. ორბელებმა ბურთი შემოიტანეს, ერთი სწრაფი პასი, მეორე და ბურთი გივი გივიაშვილს მიუვიდა, რომელმაც ცენტრიდან ესროლა და ...

 

ორბელებისთვის სამწუხაროდ, ოვერტაიმში მათ საქმე ვერ აეწყოთ. დიდ შეუპოვრობითა და ლამაზი სროლით შემოტირალებული მატჩი მათ ისევ ხელიდან გაეშვათ. დამატებით 5–წუთეულში ვერელებმა შეცდომა გამოასწორეს და „ორბს“ წარმატების შანსი აღარ დაუტოვეს. იაკობიძემ ამჯერად მეტი წარმატებით ესროლა საჯარიმოები, მას ამაში სანდრო ჩხიკვიშვილი და ვახო ჯინჯიხაძეც დაეხმარნენ და „ვერემ“ საბოლოოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

 

დანარჩენ მატჩებში ლოგიკური შედეგები დაფიქსირდა. გამორჩეული სტატისტიკა ჰქონდა „აკადემიის“ ცენტრ...

ბექა ნადირაძეს, რომელმაც 28 ქულა და 27 მოხსნა მიითვალა. ეს უკანასკნელი მაჩვენებელი გადაულახავი ბარიერია. მიმდინარე სეზონში უკვე მესამე მოთამაშემ მოაგროვა 27 მოხსნა. ბექა ნადირაძემდე ეს კიდევ ორმა ბექამ მოახერხა – მარნეულელმა ჯაჯანიძემ და „ზაზას“ ესპანეთში წასულმა ბურჯანაძემ.

 

 

გვერდები: <
  0 ( 1 - 0 )
  0 ( 1 - 0 )
 
გამოთქვით საკუთარი აზრი, გააკეთეთ კომენტარი !!!
     კომენტარის გასაკეთებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია.
     ის საკმაოდ ადვილია და არ მიაქვს დიდი დრო (დაახლოებით 30 წამი).
     დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, სჭირდებათ მხოლოდ ავტორიზაცია.
  რჩეული სტატიები
მარადონას თბილისური მოგზაურობის სირცხვილნარევი მოგონებები
ვიქტორ სანიკიძე: „ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დიდი ქვა გადავაგორეთ“
ლადო ბურდული: „გვინდა, ჩვენმა ხალხმა დაგვიკრას ტაში“
დათო თარგამაძე: "რთული მატჩები გველის"
ბექა შეყრილაძე: "ჩემპიონობისთვის არაფრის დათმობას ვაპირებ"
  ყველა სტატია>>   
  გამოკითხვა
  მოგწონთ თუ არა ჩვენი საიტი?
დიახ
არა
ისე რა
სანავიგაციო კალენდარი
2010
9
სექტემბერი
ორ სმ ოთ ხთ პრ შბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
 
 
 
     
   
 
                     
 
საიტი წარმოადგენს "Geosports Media Group"-ის მედია პროექტის ნაწილს, რომელიც შექმნილია ქართული სპორტის პოპულარიზაციისთვის.
დაუშვებელია ნებისმიერი ინფორმაციის კოპირება, საიტის ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად, გაეცანით მოხმარების წესებს.
შექმნა და მხარდაჭერა ”Geosports Media Group”.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”.
© 2009 - 2010 "Geosports Media Group". ყველა უფლება დაცულია.