მთავარი პროექტის შესახებ RSS ფორუმი საიტის რუკა კონტაქტი
   კომიტეტი    მედალოსნები    მონაწილენი
   ქართ. სპორტის სახეობა    სხვისი დროშის ქვეშ    ჩვენები უცხოეთში    ცხრილები/შედეგები    დღეს
   ფოტო    ერთი ერთზე   ვიდეო
რეგისტრაცია | პაროლის შეხსენება   
მთავარი> სიახლეები   ტექსტის ზომა:
გაიადვილე ძებნა
 
 
ამოსაბეჭდი ვერსია
გაუგზავნე მეგობარს
უკან დაბრუნება
განიხილე ფორუმზე
მიხეილ სააკაშვილმა დუშეთში ოლიმპიური მზადების ცენტრი გახსნა
წყარო: www.sport.gov.ge
მარტი 12, 2010
 

12 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დუშეთში ოლიმპიური მზადების ცენტრი და ოლიმპიური სახლი გახსნა, სადაც მოსამზადებელი შეკრებების დროს სპორტსმენები იცხოვრებენ. პრეზიდენტს დუშეთში სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაური, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე და სხვადასხვა სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები დახვდნენ.

რაც მთავარია, ოლიმპიური მზადების ცენტრი საკმაოდ კომფორტულია და ყველანაირი პირობაა შექმნილი, რომ სხვადასხვა სპორტის  სახეობის ნაკრებებმა სათანადოდ ივარჯიშონ. გარდა ამისა, ცენტრში სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. მალე იქ ფეხბურთის და რაგბის მოედნები, აგრეთვე ძალოსნებისთვის დარბაზი გაკეთდება. ასევე გაიხსნება ტირიც. ამ ყველაფრის მაკეტი უკვე გაკეთებულია და სამუშაოებიც მიმდინარეობს.

ოლიმპიური ბაზა, რომელიც პრეზიდენტმა გახსნა ქართველი სპორტსმენების მოსამზადებელი ადგილი გახდება. დუშეთში უკვე დაასრულა მომზადება მოკრივეთა ნაკრებმა. ამჟამად შეკრებაზეა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, მალე კი მათ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიც შეუერთდება. უახლოეს პერიოდში დუშეთში დაიწყებენ ვარჯიშს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებიც.

მიხეილ სააკაშვილი:" ჩვენ ორი წლის წინ  მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დუშეთში ოლიმპიური მზადების ცენრტი გაგვეხსნა. თბილისი ვითარდება როგორც არასდროს, გარდა ამისა მნიშვნელოვანია რომ რეგიონებიც განვითარდეს. დუშეთის მოსახლეობას დასაქმების საშუალება მიეცემა. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეხსნა ოლიმპიური ცენრტი, რომელიც იქნებოდა თბილისთან ახლოს თუმცა იზოლირებულ მდგომარეობაში.

აქ სპორტული ტრადიციები არსებობს ნახეთ თუ როგორი მაგარი დარბაზი გავხსენით. სასტუმრო გაიხსნა, აშენდა რამდენიმე სპორტული დარბაზი. თუ ხალხას ფუნქცია არ გაუჩნდა ხალხის დაცლა...

გაგრძელდება, ამიტომ ოლიმპიური მზადების ცენტრის გახსნა გადავწყვიტეთ და საქმე სისრულეშიც მოვიყვანეთ".

დავით ნამგალაური:" დუშეთის ოლიმპიურ ცენტრში სხვადასხვა ეროვნული ნაკრებები ახლაც ვარჯიშობენ. თუმცა, პარალელურად სამუშაოები მიმდინარეობს და ცენტრს მალე ფეხბურთის და რაგბის მოედანი შეემატება. ასევე გაიხსნება ძალოსანთა დარბაზი და ტირი, რაც ქართველ სპორტსმენებს მომზადებაში დახმარებას გაუწევს. კომპლექსმა იმდენად დიდი ფუნქცია შეიძინა, რომ საჭირო გახდა დამატებით სასტუმრო კომპლექსის დამატება, რომლის პრეზენტაციაც თქვენ უკვე ნახეთ".

 

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი

გვერდები: <
  0 ( 1 - 0 )
  0 ( 1 - 0 )
 
გამოთქვით საკუთარი აზრი, გააკეთეთ კომენტარი !!!
     კომენტარის გასაკეთებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია.
     ის საკმაოდ ადვილია და არ მიაქვს დიდი დრო (დაახლოებით 30 წამი).
     დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, სჭირდებათ მხოლოდ ავტორიზაცია.
  რჩეული სტატიები
მარადონას თბილისური მოგზაურობის სირცხვილნარევი მოგონებები
ვიქტორ სანიკიძე: „ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დიდი ქვა გადავაგორეთ“
ლადო ბურდული: „გვინდა, ჩვენმა ხალხმა დაგვიკრას ტაში“
დათო თარგამაძე: "რთული მატჩები გველის"
ბექა შეყრილაძე: "ჩემპიონობისთვის არაფრის დათმობას ვაპირებ"
  ყველა სტატია>>   
  გამოკითხვა
  მოგწონთ თუ არა ჩვენი საიტი?
დიახ
არა
ისე რა
სანავიგაციო კალენდარი
2010
9
სექტემბერი
ორ სმ ოთ ხთ პრ შბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
 
 
 
     
   
 
                     
 
საიტი წარმოადგენს "Geosports Media Group"-ის მედია პროექტის ნაწილს, რომელიც შექმნილია ქართული სპორტის პოპულარიზაციისთვის.
დაუშვებელია ნებისმიერი ინფორმაციის კოპირება, საიტის ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად, გაეცანით მოხმარების წესებს.
შექმნა და მხარდაჭერა ”Geosports Media Group”.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”.
© 2009 - 2010 "Geosports Media Group". ყველა უფლება დაცულია.