16 მარტს
15.00–ზე ჭადრაკის სასახლეში გაიმართება მამაკაცთა ჭადრაკის თვალსაჩინო წარმომადგენელის,
მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციის (ფიდე–ს) ვიცე–პრეზდენტის, საერთაშორისო დიდოსტატის ზურაბ აზმაიფარაშვილის
50 წლისთავთან
დაკავშირებული
საიუბილეო
შეხვედრა.
ზურაბ აზმაიფარაშვილი არის ევროპის 2003 წლის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატების მრავალგზის მონაწილე,საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, მრავალი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული, მსოფლიოს მეცამეტე ჩემპიონის გარი კასპაროვის სეკუნდატი.
ზურაბ აზმაიფარაშვილმა,
როგორც დიდმა საჭადრაკო მოღვაწემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჭადრაკის განვითარებასა და პოპულარიზაციაში.
მან ბევრი გააკეთა ქართული ჭადრაკისათვის.
ზურაბ აზმაიფარაშვილი დაჯილდოებულია ღირსებისა და გორგასლის III ხარისხის ორდენით.მინიჭებული აქვს სპორტის რაინდის წოდება.
საიუბილეო
საღამოზე დასასწრებად უცხოეთიდან ჩამოვლენ საპატიო სტუმრები: მსოფლიოს მეცამეტე ჩემპიონი გარი კასპაროვი, ფიდე–სა და ევროპის საჭადრაკო კავშირის ოფიციალური პირები.
შეხვედრაზე
გაიმართება
ზურაბ აზმაიფარაშვილის
წიგნის ‘პატარა ქვეყნის დიდოსტატი’ პრეზენტაცია, რომელშიც შესულია მისივე საუკეთესო პარტიები კომენტარით და რომელიც ერთნაირად საინტერესო იქნება, როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული მოჭადრაკეებისათვის.