მთავარი პროექტის შესახებ RSS ფორუმი საიტის რუკა კონტაქტი
   კომიტეტი    მედალოსნები    მონაწილენი
   ქართ. სპორტის სახეობა    სხვისი დროშის ქვეშ    ჩვენები უცხოეთში    ცხრილები/შედეგები    დღეს
   ფოტო    ერთი ერთზე   ვიდეო
რეგისტრაცია | პაროლის შეხსენება   
მთავარი> სიახლეები   ტექსტის ზომა:
გაიადვილე ძებნა
 
 
ამოსაბეჭდი ვერსია
გაუგზავნე მეგობარს
უკან დაბრუნება
განიხილე ფორუმზე
"სოხუმის" გამარჯვება და თსუ–ს რეკორდი
წყარო: www.superleague.ge
მარტი 13, 2010
 

ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს „დინამო“ და „სოხუმი“  შეხვდნენ. შეხვედრას დინამოელები იგებდნენ, თუმცა მეორე ნახევარში სოხუმელებმა მოინდომეს და მოპოვებული გამარჯვებით მე–6 ადგილზე გადაინაცვლეს.

მატჩი საკმაოდ უხვქულიანი და გახსნილი გამოდგა. ორივე გუნდი შეტევას უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა, ვიდრე დაცვას. დუდა სანაძისა და ილია ლონდარიძის წინამძღოლობით დინამოელებმა პირველი მეოთხედი 27:14 მოიგეს და მეორე ათწუთეულში უპირატესობა 15 ქულამდეც გაზარდეს – 39:24. თუმცა სოხუმელები არ გატყდნენ და ზუსტი სროლებით, მწყობრი დაცვითა და სწრაფი შეტევებით ჩამორჩენა ჯერ გააბათილეს, ხოლო მესამე მეოთხედში წინაც გაიჭრნენ. მესამე ათწუთეული სოხუმელებმა 33:13 მოიგეს, რითაც დინამოელებს ყველანაირი იმედი გადაუწურეს.

გამოსარჩევია ირაკლი სორდიასა და თემურ კანკიას შედეგიანობა – პირველმა 31 ქულას მოუყარა თავი, ხოლო მეორემ 25 მიითვალა.

მეორე მატჩში ბათუმელებმა „სამედიცინო–აკადემიას“  105:76 მოუგეს. ამ მატჩის ბედი თავიდანვე გადაწყვეტილი იყო – ზღვისპირელებმა პირველი ტაიმი 13 ქულით მოიგეს, ხოლო დიდი შესვენების შემდეგ 19–ით ლიდერობდნენ. გამარჯვებულთაგან თავი დავით იმნაძემ (22 ქულა, 16 მოხსნა) და ლაშა კეშელავამ (23 ქულა) გამოიჩინეს.

ტური ბოლო მატჩში კი რეკორდები დაფიქსირდა. მიმდინარე სეზონში იმდენი ქულა და იმხელა სხვაობით გამარჯვება არავის მოუპოვებია, რამდენიც თსუ–მ ჭიათურასთან მოიპოვა. ნუგზარ ჭეიშვილის გუნდმა 158:69 დაამარცხა „ჭიათურა“.

გამარჯვებულთაგან 41 ქულით ბომბარდირი გახდა ვახტანგ მინაშვილი, ხოლო მიხეილ ფანჩულიძემ 35 ქულას მოუყარა თავი. წაგებულებში კი 10–ქულიან ზღვარს მხოლოდ ფარნაოზ გურული ასცდა, რომელმაც 7 სამქულიანი, მთლიანობაში კი 27 ქულა მიითვალა.

 <
  0 ( 1 - 0 )
  0 ( 1 - 0 )
 
გამოთქვით საკუთარი აზრი, გააკეთეთ კომენტარი !!!
     კომენტარის გასაკეთებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია.
     ის საკმაოდ ადვილია და არ მიაქვს დიდი დრო (დაახლოებით 30 წამი).
     დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, სჭირდებათ მხოლოდ ავტორიზაცია.
  რჩეული სტატიები
მარადონას თბილისური მოგზაურობის სირცხვილნარევი მოგონებები
ვიქტორ სანიკიძე: „ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დიდი ქვა გადავაგორეთ“
ლადო ბურდული: „გვინდა, ჩვენმა ხალხმა დაგვიკრას ტაში“
დათო თარგამაძე: "რთული მატჩები გველის"
ბექა შეყრილაძე: "ჩემპიონობისთვის არაფრის დათმობას ვაპირებ"
  ყველა სტატია>>   
  გამოკითხვა
  მოგწონთ თუ არა ჩვენი საიტი?
დიახ
არა
ისე რა
სანავიგაციო კალენდარი
2010
9
სექტემბერი
ორ სმ ოთ ხთ პრ შბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
 
 
 
     
   
 
                     
 
საიტი წარმოადგენს "Geosports Media Group"-ის მედია პროექტის ნაწილს, რომელიც შექმნილია ქართული სპორტის პოპულარიზაციისთვის.
დაუშვებელია ნებისმიერი ინფორმაციის კოპირება, საიტის ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად, გაეცანით მოხმარების წესებს.
შექმნა და მხარდაჭერა ”Geosports Media Group”.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”.
© 2009 - 2010 "Geosports Media Group". ყველა უფლება დაცულია.