12 მარტი. თბილისი. ”ავაზა”. 15.00 სთ.
ვიტ ჯორჯია 2:1 გაგრა
1:0 გურეშიძე (11),
1:1 კვანტალიანი (58), 2:1 ზაქრაძე (82,პ)
ვიტ ჯორჯიას მეორე გუნდმა გამარჯვება რთულ ბრძოლაში მოიპოვა და ისევ ცხრილის კენწეროში დარჩა. გაგრამ საკმაოდ ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა, რითაც ჩვენს გუნდს დიდ ჯაფა დაადგა სამი ქულის მოსანაგრებლად.
გურამ გურეშიძემ შორეული დარტყმით დააწინაურა ვიტ ჯორჯია. უნდა აღინიშნოს, რომ გურეშიძემ უზადოდ შეასრულა ყველაფერი - შენიშნა რა ოდნავ წინ გამოსული მეკარე, აუღებელი ტრაექტორიით გაგზავნა ბურთი ბადეში.
პირველ ტაიმში ორივე კართან იქმნებოდა მწვავე მომენტები, შესვენების შემდეგ კი ვიტ ჯორჯიას უპირატესობა თვალსაჩინო გახდა, თუმცა გოლი აქეთ გავუშვით - არდალიონ მიქაბერიძის შეცდომით შალვა კვანტალიანმა ისარგებლა.
ვიტ ჯორჯია ფრეს ვერ შეეგუებოდა და მედგრად შეუტია. საგოლე მომენტები ვერ გამოიყენეს მიხეილ როსტიაშვილმა, ბესიკ ჩიმაკაძემ და ბექა ზაქრაძემ. შეხვედრის ბოლოს კი ჩიმაკაძის მიერ მოპოვებული 11- მეტრიანი ზაქრაძემ გოლად აქცია და მიმდინარე გათამაშებაში ვიტ ჯორჯიას დუბლებმა მე-11 გამარჯვებას მიაღწიეს.
ვიტ ჯორჯია: მიქაბერიძე - გოგიაშვილი, კასრაძე, მაისაშვილი, ღანიაშვილი - გურეშიძე, დვალაშვილი, როსტიაშვილი - კორიფაძე (ვაშაკიძე 72), ჩიმაკაძე (ხოკერაშვილი 85), ზაქრაძე.
მსაჯი: ჯ.ხორავა