Geosports.ge - ინტერნეტ საიტზე რეგისტრაციისათვის, აუცილებელია საიტზე არსებული დებულების, მოხმარებისა და რეგისტრაციის წესის დაცვა. დარეგისტრირებული ყველა მომხმარებელი მოვალეა გაითვალისწინოს, რომ მის პერსონალურ ვებ-გვერდზე (პროფილში) მითითებული მონაცემები (სახელი, გვარი და სხვა ინფორმაცია) სიმართლეს უნდა შეესაბამებოდეს. საიტზე დარეგისტრირებულ ყოველ მომხმარებელს აქვს მხოლოდ ერთი პროფილი. ერთ პროფილში არ შეიძლება რამდენიმე პირის დარეგისტრირება.
საიტის მომხმარებლის ყოველ პროფილში შეიძლება მხოლოდ უშუალოდ დარეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემების განთავსება.
Geosports.ge - ინტერნეტ საიტის ყოველი დარეგისტრირებული მომხმარებელი ვალდებულია, არ დაუშვას სხვა პირების მიერ მისი მონაცემების მოხმარება საიტზე შესაღწევად.
Geosports.ge - ინტერნეტ საიტის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, მათ შორის გაუფრთხილებლადაც, გააუქმოს საიტზე დარეგისტრირებული მომხმარებლების პროფილები, ასევე შეზღუდოს ან აკრძალოს შესვლა, ამასთან, საიტის ადმინისტრაცია აღნიშნულ ქმედებებზე არავითარ პასუხს არ აგებს.
Geosports.ge - ინტერნეტ საიტის ყოველი მომხმარებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას მის მიერ განთავსებულ, ან საიტის სხვა მომხმარებლისთვის გაგზავნილ ნებისმიერ ინფორმაციაზე, პასუხისმგებლობას ყველა შედეგზე (მათ შორის სამართლებრივზე), რომლებიც შეიძლება დადგეს აღნიშნული ინფორმაციის განთავსებით თუ გაგზავნით.
Geosports.ge - ინტერნეტ საიტზე მომხმარებელთა ყველა პირადი მონაცემი დაცულია კანონით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ მონაცემთა დამუშავება მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირადი მონაცემების დამუშავების საერთო პრინციპების დაცვით.
Geosports.ge - ინტერნეტ საიტზე დარეგისტრირებული პირი ეთანხმება მის პროფილში დარეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემების დამუშავებას.
Geosports.ge - ინტერნეტ საიტზე ყოველი დარეგისტრირებული მომხმარებელი თანახმაა, მის პროფილში შეტანილი მონაცემები ხელმისაწვდომი იყოს საიტზე დარეგისტრირებული ყველა სხვა მომხმარებლისთვის. ამასთანავე, მომხმარებელს აქვს უფლება განსაზღვროს, შეზღუდვები დარეგისტრირებული მომხმარებლების განსაზღვრული ჯგუფისთვის, ცალკეული მონაცემების მიღებაზე. ამ მონაცემთა გამოყენება არ არის დამოკიდებული საიტზე.