აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული ხალხური თამაში. ჩამოჰგავს გოლფს. მონაწილეობს ორი მოთამაშე, რომლებიც კომბლებით გზაზე გადაადგილებენ ხის ან რეზინის პატარა ბურთებს წინასწარ დათქმულ მანძილზე (ზოგჯერ ეს მანძილი 1-2 კოლიმოტრია). თამაში ასე იწყება: წილს ყრიან და მოთამაშე, რომელსაც კენჭი შეხვდება, ბურთსმთელი ძალით შემოსცხებს კომბალს, რათა რაც შეიძლება შორს გატყორცნოს. შემდეგ ასევე იქცევა მისი მოწინააღმდეგეც. რომლის ბურთიც ჩამორჩება, იმ მოთამაშეს ერთი წაგებიანი ქულა ეწერება.. თამაში გრძელდება იმ ადგილიდან, სადაც ბურთები გაჩერდება. მოთამაშეს, რომელიც ბურთს გზას გადააცილებს ან მოწინააღმდე-გის ბურთს მოატრყამს, 1 წაგებიანი ქულა ეწერება. საბოლოო სამიზნე ადრევეა დათქმული – ხე, კედელი, კუნძი და ა.შ. დაწინაურებულმა მოთამაშემ ბოლოს ისე უნდა დაარტყას, რომ ბურთი სამიზნეს მოხვდეს. ჩამორჩენილი მოთამაშე თამაშს განაგრძობს დამ ას იმდენი წაგებიანი ქულა ეწერება, რამდენ ზედმეტ დარტყმასაც მოანდომებს ბურთის სამიზნემდე მიტანას. გამარჯვებულად ითვლება ის, ვისაც საბოლოოდ ნაკლები წაგებიანი ქულა აღმოაჩნდება.