нов-баннер3

Atlético de Madrid vs Juventus

პირველი მერვედფინალური მატჩი მადრიდის ატლეტიკოსა და ტურინის იუვენტუსს შორის ესპანელთა გამარჯვებით 2-0 დასრულდა, მერვედფინალურ წყვილებს შორის ყველაზე მძიმე წყვილად სწორედ ეს წყვილი მოინათლა მათი სათამაშო სტილიდან გამომდინარე,ორივე გუნდს უყვარს დაცვითი სტილით თამაში და საკუთარი კარის მშრალად შენახვა, მიუხედავად ამისა მოცემულ მატჩი ორი გოლი მაინც გავიდა რომლებიც ატლეტიკოს ურუგვაელმა ცენტრალურმა მცველებმა გოდინმა და ხიმენეზმა გაიტანეს. განმეორებითი მატჩი იუვენტუსისთვის შანსია, ტურინელებს როგორც მინიმუმ 90 წუთი აქვთ ამ ურთულესი ამოცანის გადასაჭრელად, ყველასთვის ცნობილია რომ ატლეტიკო ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო დაცვას თამაშობს და მათი კარის აღება ძალიან ჭირს, მეორე მხრივ იუვენტუსი ტურინში ფავორიტია ყველასთან და მინიმუმ 2 გოლის გატანა სულაც არ გამოიყურება წარმოუდგენლად, იმის გათვალისწინებით რომ ტურინელთა რიგებში ირიცხება ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი კრისტიანუ რონალდუ