Без имени-1

    აიაქსი — იუვენტუსი

    ჩემპიონთა ლიგის 1/4ფინალის ერთ-ერთი გამორჩეული წყვილია აიაქსი-იუვენტუსი, ჰოლანდიის საუკეთესო გუნდი უპირისპირდება სერია ა-ს მოქმედ ჩემპიონს ტურინის იუვენტუსს. აიქსის ხსენებაზე პირველი რაც მაყურებელს ახსენდება ისაა,რომ ეს გუნდი თამაშობს ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და გახსნილ ფეხბურთს, აიაქსის მატჩების ყურება ერთი სიამოვნებაა, გუნდში ირიცხება ბევრი ტალანტი,რომლებიც თითოეულ მატჩზე მაქსიმალურად იხარჯებიან,სწორედ ამაზე მეტყველებს მათი ამ ეტაპზე ყოფნა, რომლებმაც სასწაულის ჩადენა მოახერხეს და ტურნირის მთავარი ფავორიტი მადრიდის რეალი გამოთიშეს ასპარეზობას. გუნდს ძალიან კარგი ლიდერები ყავს ტადიჩისა და ზიეჩის სახით რომლებიც ბოლომდე ეცდებიან იუვენტისისთვის პრობლემების შექმნას.

    რაც არ უნდა ვთქვათ აიაქსის სიძლიერეზე ამ წყვილის ფავორიტი აშკარად ,,ბებერი ქალბატონია». იტალიური კლუბი ყოველ წელს სოლიდურად გამოიყურება ჩემპიონთა ლიგაზე თუმცა წელს განსაკუთრებულად ძლიერები არიან, რადგან მათ რიგებში  ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი და რეკორდსმენი იმყოფება,საუბარია კრიშტიანო რონალდუზე,რომელმაც საკუთარ თავზე აიღო ატლეტიკოსთან განმეორებითი მატჩი და სწორედ მისი ჰეტრიკის დამსახურებაა იუვენტუსის ამ ეტაპზე ყოფნა.

    საბოლოო ჯამში ამ გუნდების დაპირისპირებიდან მაყურებელი ელის სანახაობრივ თამაშს, ორივე გუნდის შემადგენლობაში არიან ვარსკვლავები რომლებსაც შეუძლიათ მატჩის ბედის გადაწყვეტა.

    გაუზიარეთ მეგობრებს


    [uptolike]