нов-баннер3

ტოტენჰემი — სიტი

2019წლის ჩემპინთა ლიგა ყველა სენსაციასთან ერთად გამორჩეულია იმითაც რომ ინგლისელთა მხრიდან 4 გუნდია წარმოდგენილი, ორი მანჩესტერული ერთი ლივერპულური და ერთიც ლონდონური, შესაბამისად მივიღეთ ინგლისური წყვილიც, ტოტენჰემი-მანჩესტერ სიტი. პირველი რაც ამ წყვილზე შეიძლება გაგვახსენდეს ეს არის ბევრი გოლი და საინტერესო,გახსნილი ფეხბურთი.

ტოტენჰემს მძიმე ბრძოლა აქვს გაჩაღებული  პრემიერ ლიგაში ოთხეულში შესასვლელად, პოჩეტინო და მისი ბიჭები ხშირად არასტაბილურად თამაშობენ რაც ნაწილობრივ ტრამვიანობის ბრალია,ნაწილობრივ კი ამ გუნდის მენტალობის. პოჩეტინომ მოახერხა და დააყენა საკმაოდ კარგი გუნდი მაგრამ მათი მეტოქე მანჩესტერ სიტი იქნება, გუნდი რომელიც ევროპაში ამ ეტაპზე ტოპ 3 გუნდს შორის მინიმუმ შედის, გვარდიოლას სიტი უგებს ყველას და ყველაფერს, შესაბამისად ამ წყვილის ფავორიტად შეგვიძლია სწორედ ,,ქალაქელები» მივიჩნიოთ.

ორივე გუნდის მხრიდან არიან უმაღლესი დონის შემსრულებლები რომლებსაც შეუძლიათ საკუთარ თავზე თამაშის აღება, თუნდაც კეინი,სონი,ალი. სიტის მხრიდან სტერლინგი,აგუერო,სანე,დე ბრუინი და სხვები.

გაუზიარეთ მეგობრებს