Без имени-1

    აინტრახტი — ჩელსი

    ევროპის ლიგის ეგიდით გაიმართება ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი ფრანკპურტის აინტრახტსა და ლონდონის ჩელსის შორის. ფეხბურთის გულშემატკივარი ფავორიტად, რა თქმა უნდა, ჩელსის მიიჩნევს თუმცა გერმანელების დამარცხება ამ სეზონში არც ისეთი მარტივია, ფრანკურტელები წელს ძალიან კარგ სეზონს ატარებენ და რაც მთავარია შემტევი ფეხბურთის ხარჯზე აღწევენ წარმატებას,მათ თამაშში არანაირი პრაგმატიზმი არ არის შერეული. გუნდს ყავს ძალიან ძლიერი შეტევის ხაზი: იოვიჩი,ჰალე,რებიჩი,კოსტიჩი, ყველა მათგანი უმაღლესი დონის ფეხბურთელია და შეუძლიათ ჩელსისთვის პრობლემების შექმნა. წინა ეტაპებზე მათ მილანის ინტერისა და ბენფიკას გამოგდება მოახერხეს,რაც სერიოზული განაცხადია. თავის მხრივ ლონდონელებისთვის ევროპის ლიგის მოგება დამატებითი შანსია ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად, დაახლოებით იგივე სიტუაცია აქვთ რაც არსენალს,ამიტომ შეეცდებიან წარმატების მიღწევას.მანამდე ჩელსის მეტოქეები არც ისეთი ძლიერები იყვნენ კიევის დინამოსა და პრაღის სპარტას სახით. პირველი მატჩი გაიმართება გერმანიაში, როგორც წესი გერმანელები სახლში ძალიან კარგად თამაშობენ, მათ ბოლო ათ მატჩში ყველა ტურნირზე მხოლოდ ერთი წაგება აქვთ, ამიტომ სავარაუდოა რომ ისინი აგრესიულად ითამაშებენ,რადგან სახლში წაგება მათთვის დამღუპველი იქნება, შესაბამისად იკითხება სიტუაცია რომ აინტრახტი როგორც მინიმუმ არ წააგებს ამ მატჩს.