Без имени-1

    არსენალი — ვალენსია

    2 მაისს თბილისის დროით 23:00 საათზე სტარტს აიღებს ევროპის ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი ლონდონოს არსენალსა და ესპანურ ვალენსიას შორის, ევროპის ლიგამ წელს ძალიან საინტერესო წყვილები დაგვიტოვა ნახევარფინალურ ეტაპზე,როგორც არსენალს ასევე ვალენსიას ძალიან კარგი შანსი აქვთ ფინალში გასვლის, უნდა ვაღიაროთ რომ შანსები 50-50ზე იქნება და შესაძლოა 180 წუთი არც აღმოჩნდეს საკმარისი გამარჯვებულის გამოსავლენად. 1/4 ფინალში ლონდონელებს საკმაოდ სერიოზული მეტოქე ყავდათ ნაპოლის სახით,მაგრამ ბევრისთვის გასაკვირად არსენალმა ეს ბარიერი ძალიან მარტივად დაძლია,თან ისე რომ გოლიც არ მიიღო საკუთარ კარში. ვალენსიამ კი ამ ეტაპზე ესპანური გუნდი ვილიარეალი დაამარცხა და ასევე მარტივად გავიდა ნახევარფინალში. არსენალისთვის ევროპის ლიგა დამატებითი მოტივაციაა,რადგან დიდი შანსი არსებობს შიდა ჩემპიონატიდან ვერ მოახერხონ ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლა,რასაც ევროპის ლიგის ჩემპიონობა უზრუნველყოფს. ასევე აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, არსენალის მწვრთნელი უნაი ემერი,რომელიც თანამედროვეობის საუკეთესო მწვრთნელია ევროპის ლიგის ტურნირზე ასპარეზობით და არა ერთხელ მოიგო ის. რაც არსენალზე ვისაუბრეთ, იგივე რისკი არსებობს «ღამურების» შემთხვევაში,რადგან ესპანეთის პრიმერა დივიზიონში დიდი კონკურენციაა და შესაძლოა ვალენსიამ ვერ მოახერხოს მე4 ადგილზე გასვლა,ამიტომ ამ სეზონში ევროპის ლიგაზე ყველაფერი უნდა გააკეთონ რომ მოიგონ, თან ვალენსიას დიდი ხანია არ მოუგია ევრო ტურნირები და მოწყურებულია ტიტულებს. პირველი მატჩი ლონდონშია ამიტომ ინიციატივა არსენალს ექნება და სწორედ მათი კარნახით წარიმართება მატჩი.ვალენსია ტრადიციულად 4-4-2 ტაქტიკით გამოვა და ნახევარდაცვის ხაზი მაქსიმალურად შეეცდება სივრცეები შეუზღუდონ ინგლისელებს,ამიტომ სავარაუდოა რომ არც ჯარიმების აღებას მოერიდებიან ესპანელები და შედეგად დაჯარიმდებიან უფრო მეტჯერ ვიდრე არსენალი,რომელიც ძირითადად ბურთის კონტროლით იქნება დაკავებული.