Без имени-1

    ბარსელონა — ლივერპული

    პირველ მაისს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გაიმართება 1/2ფინალური სტადიის პირველი მატჩი ბარსელონასა და ლივერპულს შორის,აღნიშნული დაპირისპირება იწვევს მთელი მსოფლიოს ყურადღებას,ვინაიდან ორივე გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და მზად არიან ფინალში გასასვლელად. პირველი თამაში ქალაქ ბარსელონაში გაიმართება ხოლო განმეორებით მატჩს ლივერპულში «ენფილდი» უმასპინძლებს. კატალონიის ბარსელონას წელს აქვს შანსი ტრიპლეტის მოგების, ლა ლიგის შესანიშნავად ჩატარების გარდა მათ ესპანეთის სამეფო თასის მოგების შანსიც აქვთ. ბარსელონა ასევე დამაჯერებელია ჩემპიონთა ლიგაზეც, სადაც ფლეიოპში 4 მატჩში 9 გოლი გაიატანა და 1 გაუშვა. ყველაზე მთავარი კი ის არის რომ მათი ლიდერი ლეო მესი საუცხოო ფორმაშია და ლივერპულელებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. რაც შეეხებათ «სქაუზერებს» ისინიც შესანიშნავ სეზონს ატარებენ,მათ მოახერხეს და ბოლომდე გაყვნენ საჩემპიონო რბოლაში მანჩესტერ სიტის,ასევე კარგად გამოიყურებიან ჩემპიონთა ლიგის მატჩებში. ი.კლოპმა მოახერხა და ჩამოაყალიბა ძალიან ძლიერი გუნდი,სადაც ყველა რგოლი უმაღლესი დონისაა,მათი დაცვა ფაქტობრივად გაუვალი გახდა,რაც მეტწილად ვ.ვან დეიკის დამსახურებაა. ლივერპულის შეტევით პოტენციალზე კი მთელმა მსოფლიომ იცის, მანე,ფირმინო,სალაჰი. პირველ მატჩში ბარსელონა სახლშია,ამიტომ მათ ექნებათ სათამაშო უპირატესობა,ისინი აიღებენ ინიციატივას და ეცდებიან პირველი გოლის გატანას, ლივერპული კი სავარაუდოდ კონტრ შეტევებზე ააწყობს თამაშს,რაც მათ ძალიან კარგად გამოსდით. მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ დაძაბული მატჩი იქნება და გუნდები არ მოერიდებიან ჯარიმების აღებას,ამიტომ სავარაუდოა საკმაოდ ბევრი ჯარიმის დანიშვნა მატჩის მთავარი არბიტრისგან.


    [uptolike]