нов-баннер3

ბარსელონა — მანჩესტერი

16 აპრილს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გაიმართება მატჩი კატალონიის ბარსელონასა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის,როგორც ვიცით პირველი მატჩი ინგლისში ესპანელებმა მოიგეს 0-1 და ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს, მანჩესტერ იუნაიტედმა შექმნა მომენტები მაგრამ საბოლოოდ ბარსელონამ მაინც მოიგო, განმეორებითი მატჩი ბევრად უფრო დაძაბული უნდა გამოვიდეს, ინგლისელებს გოლი აუცილებლად გასატანი აქვთ ამიტომ შეტევასაც არ მოერიდებიან, ყველას ახსოვს მათი ქამბექი პარიზელებთან,ისინი ახლაც იმავეს გაკეთებას შეეცდებიან, თან აღსანიშნავია რომ თითქმის ყველა შემტევი მწყობრში ყავთ.
რაც შეეხება ბარსელონას ვალვერდეს ხელში მათ თამაშში პრაგმატიზმი შეინიშნება და ძირითადად შედეგზე არიან ორიენტირებულნი და არა შემტევ ფეხბურთზე,თუმცა გუნდში როცა მესი და სუარესი არიან რთულია სათქმელად რომ არ შეუტევენ, ამიტომ ორივე გუნდის შეტევითი პოტენციალი მიუთითებს იმაზე რომ ორივე გუნდი მოახერხებს მინიმუმ 1 გოლის გატანას.

გაუზიარეთ მეგობრებს