нов-баннер3

იუვენტუსი — აიაქსი

16 აპრილს გაიმართება ჩემპინთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებითი შეხვედრა ტურინის იუვენტუსსა და ამსტერდამის აიაქსს შორის, თავიდანვე ნათელი იყო რომ ძალიან დაძაბული ორი მატჩი გამოვიდოდა ამ გუნდებს შორის, პირველი მატჩი ამსტერდამში 1-1 დასრულდა, უნდა ვაღიაროთ რომ ახალგაზრდა აიაქსელებმა კიდევ ერთი ძალიან კარგი მატჩი ჩაატარეს და იუვეს თითქმის ამოსუნთქვას არ აძლევდნენ თუმცა მოგება ვერ მოახერხეს,განმეორებით მატჩში ველით ორმხრივ შეტევებს, იუვე ეცდება მოიგოს ტურინში და გავიდეს ნახევარფინალში ამიტომ თავიდანვე შეუტევენ,რაც შეეხება აიაქსს ეს გუნდი ყოველთვის ძალიან კარგად გამოიყურება შეტევაში და მათი სტილი არაა დაცვაში დგომა, ამას შაბათის მატჩიც გვიდასტურებს ექსელიორთან რომლებიც 6-2 გაანადგურეს.
საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას რომ ორმხრივი შეტევების კვალობაზე ვიხილავთ ბევრ კარში დარტყმას მაღალი პროცენტული სიზუსტით.

გაუზიარეთ მეგობრებს