Без имени-1

    პრემიერ ლიგა

    3 აპრილს თბილისის დროით 22:45ზე გაიმართება ინგლისის პრემიერ ლიგის 3 მატჩი, ჩელსი ბრაიტონს მიიღებს ‘სტემფორდ ბრიჯზე’, მანჩესტერ სიტი კარდიფს დაუპირისპირდება და ლონდონის ტოტენჰემი კრისტალ პალასთან გაარკვევს ურთიერთობას.

    სამივე მატჩს უდიდესი ინტერესი და მნიშვნელობა გააჩნია სატურნირო ცრილიდან გამომდინარე, ამ გუნდებისთვის დარჩენილია მხოლოდ 7 ტური და თითოეულ ქულას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

    მანჩესტერ სიტი ტურნირის მთავარი ფავორიტი 3ქულის აღებას კარდიფთან შეეცდება,რომელიც არც თუ ისე სახარბიელო სიტუაციაშია, გვარდიოლას ბიჭებს ფეხის დაცდენის უფლება არ აქვთ ვინაიდან ლივერპული ამით აუცილებლად ისარგებლებს, შესაბამისად პირველივე წუთიდან დიდი ზეწოლა იქნება უელსელების მიმართულებით, კარდიფი თავის მხრივ დასარჩენად იბრძვის და სიტისთან თუნდაც 1 ქულის აღება იდეალური იქნება მათთვის, თუმცა ალბათ სიტი ამ მატჩს ‘ეტიჰატზე’ მოიგებს.

    ლონდონის ჩელსი გუნდი,რომელიც ხშირად კრიტიკის ობიექტი ხდება ურთულეს სიტუაციაში იმყოფება იმ მხრივ რომ შესაძლოა კვლავ დარჩნენ ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე,როგორც წინა წელს,რაც არც აბრამოვიჩის და არც ფეხბურთელების გეგმებში არ შედის, ამიტომ შედარებით უმოტივაციო ბრაიტონთან გამარჯვება არ უნდა გაუჭირდეთ, რომელსაც არც ევრო ზონაში შესვლის შანსი აქვს და არც აუტსაიდერების სამეულთანაა ახლოს.

    კიდევ ერთი ლონდონური გუნდი ტოტენჰემი კრისტალ პალასს უმასპინძლებს,დღევანდელი მატჩი იმით არის განსაკუთრებული დეზებისთვის რომ ისინი უბრუნდებიან მათ მშობლიურ სტადიონს ‘ვაიტ ჰარტ ლეინს’, უნდა აღინიშნოს რომ საშინაო მატჩები უემბლიზე არც ისეთი შედეგიანი იყო ლონდონელებისთვის შესაბამისად ახალ სტადიონზე დაბურნებულებმა უნდა მოახერხონ თანაქალაქელი კრისტალ პალასის დამარცხება, ამ მოსაზრებას ამყარების ისიც რომ ტოტენჰემს უცილობლად ესაჭიროება 3ქულა 4ეულში ადგილის შესანარჩუნებლად.

    გაუზიარეთ მეგობრებს


    [uptolike]