Без имени-1

    სიტი — ტოტენჰემი

    17 აპრილს თბილისის დროით 23:00ზე დაიწყება ჩემპიონთა ლიგის 1/4ფინალის განმეორებითი მატჩი ინგლისურ გუნდებს შორის, მანჩესტერ სიტი ეტიჰატზე ლონდონის ტოტენჰემს მიიღებს,როგორც მოგეხსენებათ დაძაბულ ბრძოლაში ტოტენჰემმა სძლია გვარდიოლას კოლეტივს 1-0 და გარკვეული ფორა მიიღო,ამ მატჩი სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა ლონდონელებისთვის,მათმა ლიდერმა ჰარი კეინმა მძიმე ტრამვა მიიღო და გამოაკლდა გუნდს, მაგრამ პოჩეტინოს განკარგულებაშია ლუკას მოურა,რომელმაც ბოლო შეხვედრაში ჰეტრიკი შეასრულა. რაც შეეხებათ ქალაქელებს, მათ უმაღლეეს კლასში ეჭვი უკვე აღარავის ეპარება და არავის გაუკვირდება თუ ისინი მოახერხებენ ნახევარფინალში თამაშს, გვარდიოლას ბევრი მაღალი დონის შემსრულებელი ყავს, უნდა ვივარაუდოთ რომ ისინი პირველივე წუთებიდან შეუტევენ და იქნება დიდი ზეწოლა ტოტენჰემზე,თუმცა დეზები კონტრ-შეტევაზე საკმაოდ სახიფათოები არიან. საბოლოო ჯამში ორმხრივი შეტევები და გოლის გატანის წყურვილი ორივე გუნდის მხრიდან გამოიწვევსმინიმუმ 10 კუთხურის დანიშვნას.

    გაუზიარეთ მეგობრებს


    [uptolike]