Без имени-1

    სლავია — ჩელსი

    2018-2019წლის უეფა ევროპა ლიგის 1/4ფინალში ერთმანეთს ჩეხური სლავია პრაღა და ინგლისური ჩელსი დაუპირისპირდებიან, ჩეხებს მხოლოდ საქებარი სიტყვები ეკუთვნით მათი თამაშისთვის რაც მათ წარმატებაზეც აისახა, საშინაო ჩემპიონატი მათ ფაქტობრივად მოიგეს უკვე,ახლა კი სრული კონცენტრაცია ლონდონის ჩელსისთან მატჩზე,გუნდზე რომელიც ამ ტურნირის მთავარი ფავორიტია, ჩეხებს არ გაუმართლათ მეტოქეში თუმცა ისინი ბოლომდე იბრძოლებენ,როგორც ეს სევილიასთან გააკეთეს და ასევე ტურნირის ფავორიტი გამოთიშეს ასპარეზობას, თავის მხრივ ჩელსიც საკმაოდ სერიოზულად უნდა მიუდგეს აღნიშნულ დაპირისპირებას რადგან რეალური შანსი არსებობს იმსა რომ პრემიერ ლიგიდან ვერ მოახერხონ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება და ევროპა ლიგა დამატებითი შანსი იქნება ამისთვის, ამიტომ ლონდონელები პირველივე მატჩში ეცდებიან მეტოქის დამარცხებას, ცალკე აღნიშვნის ღირსია ჩელსის ლიდერის ედენ აზარის თამაში რომელის განეიტრალება იქნება ყველაზე დიდი პრობლემა ჩეხებისთვის. აღნიშნული მატჩი საკმაოდ უხეში და დაძაბული უნდა გამოვიდეს,რადგან ჩეხების მიზანი იქნება ჩელსის ლიდერების გაჩერება თუნდაც ჯარიმების ხარჯზე, ამიტომ ფეხბურთელები მინიმუმ 5 ბარათს მიიღებენ

     

    [uptolike]

    გაუზიარეთ მეგობრებს