Без имени-1

    ტოტენჰემი — აიაქსი

    30 აპრილს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გაიმართება პირველი ნახევარფინალური მატჩი ლონდონის ტოტენჰემსა და ამსტერდამის აიაქსს შორის, ძალიან საინტერესო ნახევარფინალური წყვილი მივიღეთ ამ გუნდების სახით და ველით სანახაობრივ და დაძაბულ მატჩებს,არ არის გამორიცხული რომ 180 წუთი არ იყოს საკმარისი გამარჯვებულის გამოსავლენად. ამსტერდამის აიაქსმა წელს ყველა გააოცა,ისინი მართლაც საოცარ სეზონს ატარებენ,ჰოლანდიის შიდა ჩემპიონატში ჩემპიონობას მხოლოდ ორი ტური აშორებთ, მათ რეკორდული რაოდენობის გოლები გაიტანეს(111გოლი 32 მატჩში), ეს ყველაფერი მეტყველებს მათ შემტევ პოტენციალზე, გუნდის ლიდერები ზიეჩი,ტადიჩი, დე ლიხტი, საოცარ ფორმაში არიან და ნამდვილად იმსახურებენ იმას,რასაც მიაღწიეს. რაც შეეხება ლონდონის ტოტენჰემს, პოჩეტინომ ჩამოაყალიბა ძალიან მაღალი დონის გუნდი და არა მარტო ინგლისის მასშტაბით,არამედ ევროპაშიც კონკურენტუნარიანები გახდნენ, როგორც იცით ტოტენჰემი გადავიდა ახალ სტადიონზე,სადაც ისინი ძალიან კარგად გრძნობენ თავს,მათ ამ სტადიონზე 4 მატჩი ჩაატარეს და ყველა მათგანი მოიგეს,ისე რომ გოლიც არ გაუშვიათ, აღნიშნული დაპირისპირება სწორედ ამ სტადიონზე გაიმართება.კონკრეტულად ამ მატჩში ლონდონელებს შეიძლება მცირე უპირატესობა მივანიჭოთ,თუმცა საბოლოოდ შანსები თანაბარი იქნება. პირველ მატჩში «დეზებს» მათი ერთ-ერთი ლიდერი სამ.კორეელი სონი ვერ დაეხმარება,რაც უდიდესი დანაკლისია,ასევე მძიმე ტრამვა აქვს კეინს. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით გუნდები უარს იტყვიან დაცვით ფეხბურთზე და ეცდებიან გოლების გატანას,ტოტენჰემი ვალდებულია სახლში შეუტიოს,ხოლო რაც შეეხება აიაქსს, მათი სათამაშო ფილოსოფია მიმართულია შემტევი,ლაღი ფეხბურთისკენ ამიტომ ორმხრივი შეტევები მოგცემს კარში დარყმების მეტობას.