нов-баннер3

English Premier League

5 აპრილს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება პრემიერ ლიგის 33ე ტურის შეხვედრა საუთჰემპტონსა და მერსისაიდულ ლივერპულს შორის, აღნიშნული დაპირისპირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლივერპულელებისთვის, დარჩენილია მხოლოდ 6 ტური და ისინი მანჩესტერ სიტის მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩებიან, ძალიან დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ კლოპმა სქაუზერებს პრემიერ ლიგის მოგების რეალური შანსი გაუჩინა და ამ შანსის შესანარჩუნებლად ისინი ვალდებულნი არიან წმინდანები დაამარცხონ.

რაც უფრო ახლოვდება ტურნირის ფინიში მით უფრო იძაბება სიტუაცია და თითოეული ქულა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს, თავის მხრივ საუთჰემპტონს ესაჭიროება ქულები რადგან ჯერ კიდევ არსებობს მათი ჩემპიონჩიპში დაქვეითების შანსი,ისინი მე17ე ადგილოსან კარდიფისგან არც ისე შორს იმყოფებიან, წმინდანები ბოლომდე იბრძოლებენ თუმცა ლივერპულს თუ რამეზე აქვს პრეტენზია 3 ქულა აუცილებლად უნდა აიღონ, თამაში საკმაოდ დაძაბული უნდა გამოვდეს და ბევრი გოლის მოლოდინიც არ უნდა გვქონდეს.

აღსანიშნავია რომ ეს გუნდები ერთმანეთთან ხშირად თანამშრომლობენ და ლივერპულელები ხშირად მიმართავენ ტრანსფერებს «წმინდანებისგან» მაგალითისთვის: ვან დეიკი,მანე და ლალანა სწორედ «წმინდანების» ღირსებას იცავდნენ.

გაუზიარეთ მეგობრებს