Без имени-1

    UEFA ევროპის ლიგა 18 აპრილი 23:00

    18 აპრილს თბილისის დროით 23:00 საათზე სტარტს აიღებს უეფა ევროპა ლიგის 2019 წლის მეოთხედფინალური სტადიის განმეორებითი მატჩები. გულშემატკივარი საინტერესო მატჩების მოლოდინშია ვინაიდან საკმაოდ საინტერესო წყვილები გვყავს შემორჩენილი. ყველაზე დიდ ინტერესს ამ მატჩებიდან მაინც იწვევს ინგლისურ იტალიური დაპირისპირება არსენალსა და ნაპოლის შორის,როგორც მოგეხსენებათ ლონდონელებმა პირველი მატჩი 2-0 მოიგეს ემირატებზე და დიდი ფორმა მიიღეს თუმცა ვერავინ იტყვის რომ ანჩელოტის შეგირდებს შანსი არ ექნებათ, წელს ნეაპოლიტანელები საკმაოდ კარგად გამოიყურებიან და შეტევაში იდეალურად ასპარეზობენ ამიტომ უნდა ველოდოთ პირველივე წუთებიდან შეტევასა და მაღალ პრესინგს, არსენალს კი მიღებული ფორა საშუალებას მისცემს თავი მშვიდად დაიცვან და კონტრ შეტევებზე ითამაშონ, ამიტომ ნაპოლი მოაწვდის უფრო მეტ კუთხურს ვიდრე არსენალი. რაც შეეხება მეორე ლონდონურ გუნდს ჩელსის,მათ შედარებით სუსტი მეტოქე შეხვდათ პრაღის სლავიას სახით და პირველივე მატჩში მოახერხეს უპირატესობის მიღება, ჩელსი როგორც ვიცით პრემიერ ლიგაში იბრძვის ოთხეულისთვის ამიტომ პრაღელებზე დიდი ძალების დახარჯვას მოერიდებიან და მარტივად მოგებას ეცდებიან,ისე რომ ჩეხებმა შანსი არ მიიღონ,ამიტომ მოსალოდნელია ნაკლები კარში დარტყმა 1/4ფინალურ სტადიაზე მივიღეთ ესპანური წყვილი ვილიარეალი-ვალენსია, ფეხბურთის გულშემატკივარმა კარგად იცის რომ ყ=ვილიარეალი მძიმე კრიზისშია და ლა ლიგაში დასარჩენად იბრძვის ამიტომ არავის გაკვირვებია,რომ ვალენსიასთანაც 1-3 დამარცხდნენ და პრაქტიკულად ნახევარფინალში თამაშის შანსი გაინულეს, ღამურებს კი ამ სეზონში უფრო დიდი მიზნები აქვთ როგორც ესპანეთში ასევე ევროპის მასშტაბით, შესაბამისად «ღამურები» ეცდებიან «წყალქვეშა ნავის» ბოლომდე ჩაძირვას და მესტალიაზე გამარჯვებას,თუმდაც იმიტომ რომ ფანები დააფასონ. ფრანკფურტის აინტრახტი არის გუნდი რომელიც გერმანელთა ერთადერთი წარმომადგენელია ყველა ევრო ტურნირზე ამიტომ დღეს გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში დიდი გამოცდა ელის ლისაბონის ბენფიკას,რომელმაც აინტრახტს 4-2 მოუგო პორტუგალიაში,თუმცა გერმანელებმა მატჩის დიდი ნაწილი კაცნაკლულებმა ითამაშეს.წელს ფრანკფურტელთა თამაში აღმაფრთოვანებელია გულშემატკივრისთვის, ისინი ძალიან დიდ დროს ატარებენ შეტევაში და ბევრი გოლიც გააქვთ,ამიტომ ბენფიკასაც თავიდანვე შეუტევენ და სწრაფ გოლზე ითამაშებენ, შეგვიძლია დავაანუსოთ რომ ამ მატჩი 3 გოლი მინიმუმ გავა, რადგან არც ბენფიკა იქნება ყრუ დაცვაში და ვიხილავთ ცოცხალ თამაშს ორივე გუნდის მხრიდან.

    გაუზიარეთ მეგობრებს


    [uptolike]