Без имени-1

    ჩელსი — აინტრახტი

    9 მაისს ევროპის ლიგის ეგიდით შედგება ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი ლონდონის ჩელსისა და ფრანკურტის აინტრახტს შორის. პირველი მატჩი გერმანიაში 1-1 დასრულდა, ინგლისელებს ჰქონდათ სათამაშო უპირატესობა თუმცა ფრეს დაჯერდნენ და ყველაფერი «სტემფორდ ბრიჯზე» გადაწყდება. ლონდონის ჩელსი რა თქმა უნდა ფავორიტია ამ წყვილის მაგრამ უნდა ავღნიშნოთ რომ გერმანელებს საოცარი სეზონი აქვთ და ჩელსისაც არაფერს დაუთმობენ,მათთვის ამ ეტაპზე ყოფნა უკვე დიდი წარმატებაა და დასაკარგი არაფერი აქვთ ბოლომდე იბრძოლებენ ფინალში სათამაშოდ. მოგეხსენებათ ჩელსიმ პრემიერ ლიგიდან გაინაღდა მომავალ წელს ჩ.ლიგაზე თამაში და ამ მხრივ მოტივაცია მოაკლდათ ევროპის ლიგაზე თუმცა მ.სარი მაინც ეცდება ტიტულის მოგებას და აინტრახტს შემტევ ფეხბურთს შესთავაზებს. ფრანკურტის აინტრახტი იძულებული იქნება ზეწოლის ქვეშ ითამაშოს ვინაიდან მათ გოლი აუცილებლად გასატანი აქვთ და შეტევა მოუწევთ,ასევე არისტოკრატული პუბლიკის წინ წარმატების მიღწევა მათთვის ურთულესი ამბავი იქნება,ამიტომ ისინი ყველა ღონეს იხმარენ ამისთვის,რაც გამოიწვევს მათი მხრიდან ჯარიმების აღებას და ჩელსის ლიდერების ასე გაჩერებას,შესაბამისად მოსალოდნელია გერმნელთა მინიმუმ 15ჯერ დაჯარიმება.